704 შეტყობინება 1 წლის განმავლობაში, თუმცა ხმაურის გამო ბათუმის მერიამ მხოლოდ 67 ფულადი ჯარიმა გამოწერა, ხშირ შემთხვევაში პრობლემა სიტყვიერი შეთანხმებით გვარდება.
ყველა მწვავე პრობლემა საცხოვრებელ უბნებშია, მთავარი პრობლემა სეზონურად კაფეებსა და რესტორნებში ხმამაღალი მუსიკა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში, სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ხმაურია.
მონიტორინგის სამსახურში მიაჩნიათ, მეტი ეფექტურობისთვის აუცილებელია მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო კადრებით გაძლიერება.