საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ. კერძოდ, საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ საზღვარგარეთ მამაკაცის თანხმობის გარეშე წავიდნენ.
ახალი კანონი 2 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც 21 წელზე მეტი ასაკის ქალს შეუძლია პასპორტი დამოუკიდებლად დაამზადოს.
ასევე, ახალი განკარგულების თანახმად ქალებს მშობიარობის, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაციის უფლება ეძლევათ. ამ დრომდე საუდის არაბეთში ქალები იძულებული იყვნენ ნებართვა მამაკაცისგან აეღოთ.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.