ხვალიდან ''რუსთავი 2-ს'' და ''TV პირველს'' შესაძლოა ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ

31 ივლისი 2019, 15:19 2435 ნახვა

ხვალ, 1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები არხებს სპეციალური ანტენით ვეღარ დაიჭერენ.

სტერეო + განცხადებას ავრცელებს. 

''გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას "სტერეო +"  უზრუნველყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი