დაბა ჩაქვის მცხოვრებთა პრობლემები

27 აგვისტო 2016, 00:00 2554 ნახვა

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაქვის დასახლებაში  ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ჯაბა ბერიძის თქმით,  მოსახლეობა დატბორვის რისკის ქვეშაა, რადგან წყლის სამარაგო რეზერვუარებისა და ქსელების რეაბილიტაციისათვის მოძრავმა მაღალი გამავლობის მანქანებმა ასფალტის საფარი და შიდა სასოფლო ხიდი დააზიანა. მერის მრჩეველი რეაბილიტაციის საკითხებში, ჯაბა ტუღუში აცხადებს, რომ კომპანია “ეჯიტაში” სამუსაოების დროს დაზიანებულ გზის  მონაკვეთს უახლოეს დღეებში აღადგენს.  

ამავე კატეგორიაში