სისხლში ტყვიის მაღალი დონეების შეფასება და მართვა, ტყვიით ინტოქსიკაცია ბავშვებსა და მოზარდებში - თემაზე ბათუმში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს სემინარი ჩაუტარდა.
გასულ წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 51 პროცენტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდა.
ტყვიის ინტოქსისკაციის გამომწვევ მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის მიზნით კი პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების ემორის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა ტოქსიკოლოგმა სამედიცინო პერსონალს სისხლში ტყვიის შემცირების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.