თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე სამუშაოები დღეს განახლდა

29 ივლისი 2019, 18:31 1618 ნახვა

 თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღეს, 29 ივლისს, დილით განახლდა. უწყებით თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მეშვიდე დაკარგული 18 წლამდე პირია. ამასთანავე, სამსახურის ცნობით, ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო დილის 6 საათიდან  ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტა.

5  მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში იყვნენ თელავის რეფერალური საავდმყოფოდან უკვე გაწერესფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია  27 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში