დილიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები თუშეთში. მაშველები 18 წლის ახალგაზრდას ეძებენ. თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 27 ივლისს „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 და ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.