თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო „თუშეთობა“ აღარ გაიმართება

28 ივლისი 2019, 15:10 1071 ნახვა

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია თუშეთში მომხდარი ავარიის ბოლო მონაცემები ამ დროისთვის. 1 მოქალაქეს მაშველები ისევ ეძებენ, სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც. გუშინ, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, თუშეთის გზაზე ხევში გადავარდა. 5-მა ადამიანმა გადმოხტომა მოახერხა. ავარიის შედეგად დაიღუპა, ერთი ოჯახის სამი წევრი - მამა და ორი შვილი. დაღუპულია მძღოლიც. დაშავებულებიდან 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

მომხდარზე,გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაგედიის გამო, „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“ აღარ გაიმართება. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ომალოში 3 აგვისტოს დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში