მრავალეროვნული სწავლება

27 ივლისი 2019, 15:10 978 ნახვა

მრავალეროვნული სწავლება ''Agile Spirit 2019”​ დაიწყო. იგი - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. წვრთნებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული. წლევანდელი სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთ თავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს გაძლიერებაა. ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში