ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია გარკვეული დროით ექსკლუზივის მინიჭებას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი განსაზღვრულ პერიოდში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს საქართველოში. „მათი ეს რეაქცია პორტთან დაკავშირებული საკითხების ორაზროვნებამ გამოიწვია,“-აცხადებს ლევან ახვლედიანი სააგენტო IPN-თან და ინვესტორის მხრიდან დამატებითი მოთხოვნების დაყენებას მაისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
მისივე თქმით, ფაქტის შესახებ მთავრობა ინფორმირებულია, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია. სწორედ მაისში გახდა, ცნობილი ფოთის ტერმინალთთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის თაობაზე, რის შედეგადაც ეკონომიკის მინისტრმა შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მტავრობის მიერ გაუგებრობად შეფასებულ ქმედებას, ანაკლიის კონსორციუმმა შოკისმომგვრელი უწოდა და მაშინვე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე ექმნებოდა.