შოთა უტიაშვილის სახლთან მისი ფეისბუქსტატუსის გამო ახალგაზრდები აქციას მართავენ 

25 ივლისი 2019, 17:06 2752 ნახვა

''უტიაშვილი საქართველოს სირცხვილია'', ''შოთა მოუხადე ქართველ ხალხს ბოდიში'' - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილისა და მისი მეუღლის, ''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის საცხოვრებელ სახლთან, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი გორიდან ჩამოვიდნენ და ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ, რომელიც აგვისტოს ომს ეხებოდა. ახალგაზრდები უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

აქციის შესახებ სტატუსი ფეისბუქის გვერდზე ეკა კვესიტაძემაც დაწერა. ის მესამე სექტორს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

''მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil BenidzeGiorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjariaგთხოვ შეატყობინ საელჩოებს Nino Nakashidze'' - წერს კვესიტაძე.

რაც შეეხება შოთა უტიაშვილის ფეისბუქ პოსტს. გუშინ, 24 ივლისს, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი წერდა: ''აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი