საქართველოს ტერიტორიაზე 25 ივლისს, ინტენსიურად გავრცელდება შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც - დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელი წვიმა, ელჭექით, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი ნალექი.
ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - ხანმოკლე წვიმა იქნება და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, შესაბამისად ბანაობა აიკრძალება.
26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და მომდევნო დღეებში მზიანი ამინდი იქნება.