ბათუმში ავტომანქანა გაქურდეს

23 ივლისი 2019, 16:39 2768 ნახვა

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე  ავტომანქანა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით  დადგენილია  დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვნები. 

უწყებაში ამბობენ, რომ მანქანიდან წაღებულია პირადი ნივთები, მათ შორის საფულეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

მიმდინარე წლის მხოლოდ 5 თვეში საქართველოში ქურდობის 11 730 ფაქტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით 2071-ით მეტია. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში