ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს, აღნიშნა დღეს, ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, ერთმანეთზე დამოკიდებულია ყველაფერი სულიერი ცხოვრება. საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა იქადაგა და მრევლი დალოცა.