შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი

19 ივლისი 2019, 10:20 1106 ნახვა

ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალი კორი ჰენრის კონცერტით გაიხსნა. მუსიკოსმა ჯგუფ The Funk Apostoles ​ - აკომპანიმენტის თანხლებით ყველა ძველი და ახალი ჰიტი შეასრულა. კორი ჰენრიმ აქტიური კარიერა 13 წლის წინ დაიწყო და და მისმა სამივე ალბომმა მსოფლიო მუსიკალურ ჩარტებში გამოსვლისთანავე დაიკავა მთავარი პოზიციები.

მუსიკოსის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომების ნომინაციებში მოხვდა. დღეს მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „კრაკ & შმაკი“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში