ქობულეთში გარემოვაჭრეები მერიისაგან ჯიხურების წინ დამატებით დახლებისა და მაცივრების განთავსების უფლებას ითხოვენ

17 ივლისი 2019, 18:09 1624 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს დღეს გარემოვაჭრეებმა,  ისინი მერიისაგან ჯიხურების წინ დამატებით დახლებისა და მაცივრების განთავსების უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ტროტუარის ათვისების გამო, რამდენიმე მათგანი უკვე დაჯარიმდა,  რისი გადახდაც უჭირთ. ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი, მისი მოადგილე და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.  ისინი აქციის მონაწილეებს  საკითხის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა რა ფორმით მოხდება მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე უცნობია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი