მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის დღე წელს 3 სექტემბერს აღინიშნება. “ბათუმობა” პარკში საბავშვო ანსამბლების გამოსვლებით დაიწყება და მეორე დღეს ანბანის კოშკთან კონცერტით დასრულდება. 300 ათასი ლარი გამოიყო ღონისძიებებისთვის. არასამთავრობო სექტორს კრიტიკული მოსაზრება და რეკომენდაცია აქვს.