პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რეიტინგით კვლავ მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ამ კვირას, მამაკაცთა ტურში სამი ტურნირი იმართება – ნიუპორტში, უმაგსა და ბაშტადში. ბასილაშვილს არც ერთში არ აქვს განაცხადი შეტანილი.
მომდევნო კვირას ნიკოლოზმა – ჰამბურგის ტურნირზე შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას. უიმბლდონის შემდეგ, ATP-ის რეიტინგის ტოპ-სამეულში ნოვაკ ჯოკოვიჩი , რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ლიდერობენ.