რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

09 ივლისი 2019, 12:00 1411 ნახვა

რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს. შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომებიც განიხილონ,. პროექტი დუმის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.დუმა რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას, განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ.

დოკუმენტი, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში ანტირუსულ აქციებს  და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია პოზიცია მიდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შეწყვეტისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში