შეკვეთილში საპროტესტო აქციები გრძელდება

07 ივლისი 2019, 12:15 1040 ნახვა

იგივე მოთხოვნებით მე-12 დღეა, აქციაა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან. შიმშილობს 3 ადამიანი. ისინი ექიმებს პერიოდულად გადაჰყავს ფოთის ჰოსპიტალში.  ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტს, ხათუნა ბერიძეს ექიმები შიმშილობის შეწყვეტას ურჩევენ.

გუშინ მოშიმშილეებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ჩასულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმაც მოითხოვეს. კარვები, დედროლოგიურ პარკთან და სასტუმრო „პარაგრაფის“ შესასვლელთანაცაა გაშლილი. გუშინ აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოწყვეს შეძახილებით, გახარია წადი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში