ფემინისტური ფესტივალი

06 ივლისი 2019, 21:15 1200 ნახვა

სოლიდარობა- ეს ფემინისტური ფესტივალის თემაა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. ქალები ერთმანეთს  ისტორიებსა და გამოცდილებას უზიარებენ.  ღონისძიებების მიზანი  ქალთა პრობლემებისა და გამოწვევების გამოკვეთა და მათი მოგვარების გზების ძებნაა.

ფესტივალის ფარგლებში დღეს ბათუმის ცენტრალურ  პარკში  სემინარი გაიმართა, თემა „ინდივიდუალური ბრძოლები, საერთო მარცხი ფემინისტურ აქტივიზმში“ იყო. ვორქშოფები  და პრეზენტაციები ხვალ  დღის მეორე ნახევარში,  თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ და ცენტრალურ პარკში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში