რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე წარსადგენ რეზოლუციაში?

06 ივლისი 2019, 21:20 1254 ნახვა

ლუქსემბურგში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიაზე წარსადგენად საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხება. ქართული მხარის განაცხადებით, რეზოლუციას ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სავარაუდოდ, ხვალ განიხილავენ. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და უარი თქვას საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების არალეგალურ აღიარებაზე. ასევე შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან.

რეზოლუციის პროექტს რუსეთის დელეგაცია აპროტესტებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების კომიტეტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, ყირიმს და საქართველოში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში გაყინულ კონფლიქტებს შეეხება.რეზოლუციის პროექტში ასევე მოწოდებაა კონფლიქტების მონაწილე მხარეებისადმი, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები მშვიდობის მისაღწევად საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში