"მე გავრილოვი არ ვარ"-საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების აქცია

06 ივლისი 2019, 13:55 2735 ნახვა

"მე გავრილოვი არ ვარ", "დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში"- ამ სლოგანებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაცია სასაზღვრო ზონაა.

ფეისბუქსზე დაანონსებული  ღონისძიების დასახელებაში აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ მათ უყვართ საქართველო, რომ საქართველო არის ყველაზე მეგობრული და უსაფრთხო ქვეყანაა. აქციის ერთ-ერთი სლოგანია ისიც, რომ, რუსეთის მოქალაქეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში