რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში ჩარიცხვა 18 დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებით ანაზღაურება მიიღონ.
რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.