რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ ორ ქართველ მოთამაშეს კონტრაქტი გაუწყვიტა. მორაგბეები სოლიდარობის ჟესტის გამო კლუბიდან გარიცხეს. საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა ლელოს დადების დროს თვალზე ხელი აიფარეს, რაც საქართველოში მიმდინარე აქციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
საბა ილურიძე On.ge-სთან ამბობს, რომ მატჩი ერთი კვირის წინ ჩატარდა, სოლიდარობის ჟესტის შემდეგ კი გუნდიდან და ჩემპიონატიდან მოხსნეს. ის უკვე საქართველოში ბრუნდება.
"ცალი თვალითაც გხედავ" — ამ მესიჯს ატარებს ჟესტი, რომელიც უკვე არაერთმა სპორტსმენმა გამოიყენა.
20 ივნისის შედეგ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის დაშლის ღამეს, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.