ბათუმის მერია „იაფი სახლის“ პროექტზე ზარალის ანაზღაურებას „ბაზის ბანკს“ სთხოვს

02 ივლისი 2019, 21:32 1627 ნახვა

შეიცვლება თუ არა დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში აღებული კურსი? ეს ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოზეა დამოკიდებული.   უნდა გადაწყდეს, ეკისრება თუ არა „იაფის სახლის“ პროექტზე პასუხისმგებლობა „ბაზისმბანკს.“ საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ ბანკმა გასცა ე.წ. ავიზირება, რითაც დაადასტურა უცხოური ბანკის გარანტია - აღნიშნული ბანკი საბოლოოდ საერთოდ ფიქტიური აღმოჩნდა, ბათუმის მერიამ კი პროექტისთვის ავანსად გადარიცხული ასობით ათასი ლარი დაკარგა.

ამ თანხის გაფლანგვას ახლა ბათუმის ყოფილ მერს და მერიის მოქმედ მაღალჩინოსნებს ედავებიან. ისინი დაკავებულები არიან. „ბაზისბანკის“ ინტერსების დამცველები ამბობენ, რომ მერიის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შესაბამის კომისიას თანხის ჩარიცხვამდეც ეცნობა, რომ ბანკი პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა - ამას იმეორებენ პროკურატურაშიც. მასშტაბური საქმის მთავარი დეტალი - თამუნა გაზდელიანი მოგვიყვება უფრო მეტს.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი