ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ

02 ივლისი 2019, 13:45 2552 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. სააპელაციო სასამართლომ მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. 

სავარაუდოდ, ელექტრონული სამაჯური გახდება დამატებითი გარანტი, რათა ნიკა მელიას გადაადგილების ზუსტ მარშრუტს დააკვირდნენ, –  ამბობს ადვოკატი.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელია იქნება პირველი, ვისთან მიმართებაშიც ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებენ.

სხდომაზე პროკურორი ამირან გულუაშვილი ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი