"მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის'' - ამ თემაზე დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ. ბათუმი აღნიშნული კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით პირველად მასპინძლობს.
განიხილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.
უცხოელი პარტნიორები გაეცნენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესახებ, აგროსასურსათო სექტორში განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს. სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც აჭარაში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებას ითვალისწინებს.