მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო. სწავლება მესამედ ტარდება, მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი მონაწილეობს. სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული.
ჩართულია თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება და 5 ივლისს დასრულდება.