აქციის მეთერთმეტე დღე. რუსთაველზე მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. აქციის წევრები ხელისუფლებას ამისკენ მოუწოდებენ ტრანსპარანტებით, მშვიდობიანი მსვლელობებით, მაისურებზე გაკეთებული წარწერებით, ლიდერების მიერ ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებებით, მაგრამ მინისტრი წასვლას არ აპირებს.
გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის აქციის ძალის გამოყენებით დაშლასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე მინისტრის პოზიციაზე რჩება.