გაურკვეველი პასუხისმგებლობა

29 ივნისი 2019, 19:45 1280 ნახვა

​შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ გადადგომას არ აპირებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მინისტრის სავარძელში დარჩება გამოძიების დასრულებამდე. მას მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლება და პარტია.

მთავრობის თავმჯდომარეც, რომელიც ამბობს, რომ აქციის დაშლით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს. მამუკა ბახტაძე იმასაც აცხადებს, რომ გუნდში არავინ ჰყავთ, ვინც  სკამს გამოეკიდება. პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის საგანგებოდ გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებას მეტი კითხვა გაუჩინა, ვიდრე პასუხი მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი