აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ კონსულს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სომხეთის გენერალური კონსული ბათუმში ეღიშე სარქისიანი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.