„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად“- განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს. საელჩო 20 ივნისის საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს რომ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ციტატა: "მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად" - აღნიშნულია განცხადებაში.