შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახლოს, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
''მონები'', წავიდეს გახარია-თვალთხარია'', ''რუსეთი ოკუპანტია'', ''არა სისხლიან მთავრობას'', ''სჯობს მონობაში გადიდგულებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი'' - წერია პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა კარავსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რკინის ჯებირებზე დაამაგრეს.