თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი - თქვენ პანაშვიდი

26 ივნისი 2019, 18:40 1295 ნახვა

''მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში'' - ასე მიმართა კოლეგებს ნიკა მელიამ, რომელიც დეპუტატების გადაწყვეტილებას დარბაზში მარტო ელოდება. 

''დიახაც დღეს მე აქ ვარ მარტო თქვენთან, თქვენ ხართ ბევრნი... მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ მე მგონი თქვენ არ ხართ ამაყები. 

მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის და ამას სიამაყით გავაკეთებ. თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სიამაყით სათქმელი​ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, რომ მტერი ჩასვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. 

მე მგონია, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ, თქვენ კი არასწორ მხარეს. 

მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალი თავისუფლად გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს ხელშესახებად იგრძნობა ამ დარბაზში. 

დიახაც, მე დღეს ვარ მარტო და თქვენ ხართ ბევრი და თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი.

თქვენ დღეს განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე თითის დაჭერით,  უბრალოდ თქვენს ბედს და ცხოვრებას  განსაზღვრავთ... ასე რომ წარმატებები....

ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ცილისწამება კოლეგების მიმართ'' - თქვა სხდომაზე ნიკა მელიამ, სადაც კოლეგებმა დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი