ინტერნეტიზაცია

23 აგვისტო 2016, 00:00 3334 ნახვა

ინტერნეტი 25  წლისაა. “მსოფლიო ქსელის”  გარეშე დღეს უკვე  შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სამყარო. ვიკიპედიამ, იუთუბმა, ელექტრონულმა  ფოსტამ და სხვა სოციალურმა ქსელებმა  ჩვენი ყოველდღიურობა კომუნიკაციისა და ინტერაქციის  თვალსაზრისით მთლიანად შეცვალა. ინტერნეტის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია, გავაკეთოთ ის, რაც 25 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, დავგეგმოთ მოგზაურობა, ვიშოვოთ სამსახური, შევიძინოთ ნივთები, მობილური აპლიკაციების საშუალებით ბანკში მიუსვლელად გავაკეთოთ საბანკო ოპერაცია,     და რა თქმა უნდა,  უფრო სწრაფად გავიგოთ  ახალი ამბები  და ამინდის პროგნოზი.    Iნტერნეტ წორლდ სტატს-ის  2014 წლის  მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში  2 მილიონ 411 ათასი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, ფეისბუქს კი წლევანდელი მონაცემებით, 2 მილიონი ადამიანი. ჩვენ დავინტერესდით, როდის გახდება გლობალური კომპიუტერული ქსელი საქართველოში მთის მცხოვრებლებისთვისაც  ხელმისაწვდომი? 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი