სამართლიანი არჩევნები: ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

24 ივნისი 2019, 18:11 1048 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმება, თუმცა საუბრობს რისკებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, რაც სავარაუდოდ უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე.

პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში შესაძლოა გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა გაგრძელდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი