10 მედალი ერთ დღეში

23 ივნისი 2019, 10:47 1680 ნახვა

ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე წარმატებული სტარტი აიღეს. ქართველმა ოლიმპიელებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ძიუდოში ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

სამბოში ოქროს მედლებს ვახტანგ ჩიდრაშვილი და დავით ლორიაშვილი, ვერცხლს მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე დაეუფლნენ, ხოლო ბექა ბერულავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალში ოძელაშვილი, 2:0-ით ამარცხებდა მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიას, მაგრამ მხარი ამოუვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ექიმის დახმარების შემდეგ ბრძოლის გაგრძელება სურდა, ამის ნება არ დართეს და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ მესამე ადგილზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში