სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა ასევე საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძემ. დიპლომატი ევროკავშირის წევრ მოკავშირე ქვეყანას თხოვნით მიმართავს, ტურისტული მიზნით უფრო ხშირად ესტუმრონ საქართველოს. ინიციატივას ლიეტუველების მხარდაჭერა მოჰყვა, საქართველოს მოქალაქეები მათ პოზიტიურ გამოხმაურებას მადლობით პასუხობენ.