კახა კალაძის ვიდეომიმართვა - გამოხმაურება

23 ივნისი 2019, 11:06 1168 ნახვა

კახა კალაძის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ოპოზიციონერი ლიდერები გამოეხმაურნენ, მათი თქმით კალაძის აღიარება  რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ თავის მართლებაა,. ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის მიმართვა არ არის ადეკვატური და რეალური შეფასება.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერი, რომელმაც აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები არ გააფრთხილა რომ პოლიციის ძალის გამოყენებას აპირებდა, მას ეკისრება ისეთივე მორალური პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლების სხვა წევრებს,  და მისგან ასეთი განცხადება უხერხულია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით კალაძის პასუხი საკმარისი არ არის და არც კობახიძის გადადგომა არ არის ის ფასი რაც ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს. მირდატ ქამადაძის თქმით კი კალაძემ აღიარა შეცდომა, რაც შეცდომა კი არა ღალატი იყო, რაზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პასუხისმგებელ პირებს. მისი თქმით, კალაძის ბოდიშებით აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები არ მოტყუვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში