საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

22 ივნისი 2019, 11:28 1144 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამცირებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა რომლებსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში