აჭარაში წარმატებით განხორციელებულ და საამაყო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება რეგიონის პირველმა პირმა უმაღლეს საბჭოში ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას. აჭარის მაღალმთიანეთის განვითარება, ,„ოცნების ქალაქი“, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო , საფეხბურთო სტადიონი, ქობულეთში მწვანე, ბათუმში კი განათლების ქალაქების მშენებლობები - 50 წუთის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძემ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარე მთავარ გამოწვევად სიღარიბის დაძლევას, მიზნად კი საინვესტიციო პორტფელის ზრდასა და ორ წელიწადში 6 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ასახელებს. თორნიკე რიჟვაძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აჭარაში არცერთი პროექტია შეჩერებული, თუმცა ოპოზიციამ რეგიონის პირველ პირს სწორედ დაუსრულებელ პროექტებზე ჰკითხა.