აჭარის მაღალმთიანეთის განვითარება, მათ შორის გაზიფიცირების პროცესი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და საფეხბურთო სტადიონი, ასევე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება -ეს იმ პროექტების ნაწილია, რომლებიც აჭარის მთავრობის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშში მოხვდა. თორნიკე რიჟვაძეს განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისთვის ერთი საათი დასჭირდა. გამოყო ის პროექტები, რომლებითაც ამაყობს.
ჩამონათვალში მოხვდა ქობულეთში მწვანე, ბათუმში კი განათლების ქალაქების დაანონსებული მშენებლობები. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავარ პრობლემად რჩება სიღარიბის დაძლევა, თუმცა პირდება მოსახლეობას, რომ მისი მთავრობა უზრუნველყოფს თითოეული ოჯახის ღირსეულ ცხოვრებას.