ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია. იტალიის ქალაქ ფაენცაში მიმდინარე ჩემპიონატზე მათემ 110 კ წონით კატეგორიაში ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე საიდ მუსაევი 8:0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კიდევ ერთი ქართველის ასპარეზობა გამოდგა წარმატებული. 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დიმიტრი ხაჩიძემ ბრინჯაოს მედალისთვის ბრძოლაში უკრაინელ სტრილჩუკს - 5:1 სძლია. დღეს ფინალში 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათა ხაჩიძე მოლდოველ გუტუს შეხვდება.