მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლას აღნიშნავს

16 ივნისი 2019, 12:24 1974 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას, სულიწმინდის გადმოსვლას აღნიშნავს. ეს ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ.

სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში