საკრებულოს წევრმა მაშველ გოგონებს საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოუხადა

14 ივნისი 2019, 21:07 1780 ნახვა

ნოდარ დუმბაძე ბოდიშს იხდის - ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოუხდა, რაც მის მიერ ფეისბუქში მაშველი ქალების მისამართით დაწერილ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - დღეს დეპუტატი ამბობს, რომ ამ შედეგზე არ უფიქრია და არც დისკრიმინაციის მცდელობა ჰქონია.

დუმბაძის კომენტარს გამოეხმაურა ამავე პარტიის და პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე - იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია. გამოხმაურება დღეს გადაწყვიტა უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემაც. განცხადება გაავრცელა ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მაც - საბჭო გმობს მაშველი გოგონების მისამართით გამოთქმულ სექსისტურ განცხადებებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი