მცირე მწერების სადეზინსექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ხიმშიაშვილის ქუჩიდან დაიწყო და ამ წუთებში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროგრამა ორ ნაწილად ხორციელდება და სულ მილიონ-ნახევარ კვადრატულ მეტრს მოიცავს. პრევენციულ ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.