ცესკოს ახალი სერვისი

22 აგვისტო 2016, 00:00 2510 ნახვა

მოსახლეობას ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც შეუძლია. მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზე არის რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge ცესკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ცესკომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დამატებით განაახლა. ამომრჩეველთა სიას მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული და რეგისტრაციიდან მოხსნილი 59 ათას 242 ამომრჩევლის მონაცემი დაემატა. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი