მთაწმინდაზე კენჭისყრა დასრულდა, მოქალაქეებმა არჩევანი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გააკეთეს. არჩევნების პირველ ტურში, კანდიდატებმა 50% -იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ლადო კახაძისა და შალვა შავგულიძის შტაბებში ახლა, შედეგებს ელოდებიან.