შუახევში მეოთხე ახალგაზრდული მარათონი გაიმართა. ახალგაზრდები სპორტულ, ინტელექტუალურ, გასართობ და მუსიკალურ აქტივობებში ჩაერთვნენ. დაჯილდოვდნენ ჯანსაღი ცხოვრების თემაზე სლოგანების კონკურსში გამარჯვებულები.
პროექტი ,,დაიახლოვე ჯანსაღი ცხოვრება“ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის ,,პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობა აჭარაში“ ნაწილია.